გვერდი
X

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა


GALLERY 27 აცნობიერებს, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის დაცვისა და შენახვის უსაფრთხოებაში და ვაფასებთ თქვენს ნდობას ჩვენს კეთილსინდისიერებასა და გონივრულობაში. ეს დებულება აღწერს თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მოიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გაცნობა აუცილებელია სერვისით სარგებლობამდე. GALLERY 27-ს საიტის გამოყენებისას, თქვენ თანხმდებით წესებს, რომლებიც ამ დებულებით არის განსაზღვრული.


რა ტიპის პირად ინფორმაციას აგროვებს GALLERY 27?


ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მომხმარებლებისგან, გვეხმარება პერსონალურ ანალიზში და GALLERY 27-ს მუშაობის მუდმივ გაუმჯობესებაში. აი რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ ჩვენ:

ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თქვენ: ჩვენ ვიღებთ და ვაგროვებთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც თქვენ ჩვენ ვებ-საიტზე შეგყავთ ან გვაწვდით სხვა ნებისმიერი საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ წარმოადგინოთ გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი სერვისის სრულად გამოყენებას. ჩვენ ვიყენებთ თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა რეაგირება თქვენს მოთხოვნებზე, მომავალი საყიდლების შედგენა, მაღაზიის გაუმჯობესება და თქვენთან კომუნიკაცია.

ავტომატური ინფორმაცია: ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ განსაზღვრული ტიპის ინფორმაციას, როდესაც თქვენ ურთიერთმოქმედებთ ჩვენ სერვისთან. მაგალითად, როგორც სხვა მრავალი ვებ-საიტი, ჩვენ ვიყენებთ "COOKIES" და ვიღებთ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, როდესაც თქვენი ვებ-ბრაუზერი მიმართავს GALLERY 27-ს ან სარეკლამო განცხადებებს და სხვა კონტენტს, რომელიც ემსახურება GALLERY 27-ს გარე საიტებზე.


აწვდის თუ არა GALLERY 27 თქვენს შესახებ ინფორმაციას სხვა პირებს?


ჩვენი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია ჩვენი ბიზნესის ნაწილია და ჩვენ არ ვაპირებთ მისი სხვისთვის გაყიდვას ან/და გადაცემას. ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

უშუალოდ დაკავშირებულ კომპანიებთან/სერვისებთან, რომლებიც GALLERY 27-სთან ერთად ახორციელებენ მომსახურებას და ჰქმნიან ერთიან პროდუქტს (მაგალითად, საკურიერო მომსახურება, ფოსტა, საბანკო დაწესებულებები). მითითებულ კომპანიებს/პროვაიდერებს გადაეცემათ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იქნება მათ მიერ მომსახურების გასაწევად, მაგრამ არა სხვა მიზნების განსახორციელებლად. ამასთან, ზემოთ დასახელებული სუბიექტები იზიარებენ GALLERY 27-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ატარებენ იმავე ტიპის ზომებს ინფორმაციის დასაცავად, ოღონდ მათ მიერ დადგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში.

ბიზნესის გადაცემისას. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის განვითარებას და დახვეწას, ჩვენ შესაძლებელია ვიყიდოთ ან გავყიდოთ ბიზნეს ერთეულები ან შვილობილი კომპანიები. ასეთი ტიპის ტრანზაქციებისას, ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ როგორც წესი, წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ გადასაცემ ბიზნეს-აქტივს, მიუხედავად ამისა, პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე მაინც გავრცელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

თქვენი ან სხვების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა; როდესაც ამას მოითხოვს ვებ-გვერდით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა; როდესაც აუცილებლია GALLERY 27-ს, მომხმარებლების და სხვათა უფლების, საკუთრების და უსაფრთხოების დაცვა. ეს გულისხმობს ინფორმაციის გაცვლას სხვა კომპანიებთან ან ორგანიზაციებთან თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და საკრედიტო რისკების შესამცირებლად. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს გაყიდვას, გაქირავებას ან მომხმარებლის პირადი ხასიათის ინფორმაციის სხვაგვარ გასაჯაროებას კომერციული მიზნების მისაღწევად, რაც ეწინააღმდეგება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


როგორ ხდება თქვენი ინფორმაციის დაცვა?


ჩვენ ზედმიწევნით ვუფრთხილდებით თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხს და რეგულარულად ვატარებთ სამუშაობებს ამ ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეყვანის შემთხვევაში. ეს პაროლი ყველასთვის დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. ამასთან არ დაგავიწყდეთ გამოხვიდეთ სისტემიდან, როდესაც ადგილი აქვს არასანქირებულ სესიას საერთო (საზიარო) კომპიუტერიდან. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგანაც თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.