გვერდი
X

გამოყენების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება GALLERY 27-ზე!


GALLERY 27 გთავაზობთ სხვადასხვა პროდუქციის ონლაინ შეძენას და მასთან დაკავშირებულ მომსახურეობას. ჩვენი მომსახურებით სარგებლობისასთქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობარომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობაიმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი საიტით სარგებლობა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომლის შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციფიკურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სპეციფიკურ პირობებს.


კონფიდენციალურობა

გაეცანით ჩვენს მიერ დადგენილ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს GALLERY 27-ს სერვისით სარგებლობისას და თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასა და დაცვას.


ელექტრონული კომუნიკაცია

როდესაც თქვენ სარგებლობთ GALLERY 27-თ ან გვიგზავნით ელექტრ. წერილს თქვენი კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან, თქვენ ურთიერთობთ ჩვენთან ელექტრონულად. თქვენ თანხმდებით, რომ მიიღებთ ჩვენსგან შეტყობინებას ელექტრონული სახით, მაგ: ელექტრონული წერილი, ტექსტური შეტყობინება, მობილურის PUSH-შეტყობინება ან შეტყობინება და წერილი, რომელიც უშუალოდ საიტზე იქნება განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ამ შეტყობინებების ასლები თქვენი აღრიცხვისთვის. თქვენ თანხმდებით იმაზე, რომ ყველა შეტყობინება, რომელსაც ჩვენ გაწვდით ელექტრონული სახით, აკმაყოფილებს ნებისმიერ იურიდიულ მოთხოვნას, რომელიც ამ ტიპის წერილობითი ფორმის შეტყობინებებს უნდა ახასიათებდეს.


საავტორო უფლება

მთელი კონტენტი, მათ შორის ტექსტი, გრაფიკა, ლოგოტიპები, ღილაკები, გამოსახულებები, აუდიოკლიპები, ციფრული ატვირთვები, მონაცემთა კომპილაცია და პროგრამული უზრუნველყოფა, წარმოადგენს GALLERY 27-ს საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ ვებ-გვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.


მიმოხილვაკომენტარებიკომუნიკაცია და სხვა შემცვლელობა

თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ პროდუქტის მიმოხილვა, კომენტარი, გააზიაროთ ფოტო/ვიდეო ან სხვა სახის კონტენტი; გამოაგზავნოთ ელექტრონული ბარათები ან სხვა შეტყობინებები; გამოაგზავნოთ წინადადებები, იდეები, კომენტარები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია, იმ პირობით, რომ კონტენტი არ იქნება უკანონო, შეუსაბამო, მუქარის შემცვლელი, მადისკრედიტირებელი, კონფიდენციალურობის დამრღვევი, ინტელექტუალური უფლებების დამრღვევი ან სხვა გზით მესამე პირებისთვის ზიანის მომტანი, არ შეიცავს პროგრამულ ვირუსს, პოლიტიკურ კამპანიას, კომერციულ წინადადებას, ჯაჭვურ წერილებს, სპამს. თქვენ არ შეგიძლიათ ცრუ ელექტრონული მისამართის გამოყენება, თავის წარმოდგენა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მაგივრად და სისტემის შეცდომაში შეყვანა. GALLERY 27 იტოვებს უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) წაშალოს და დაარედაქტიროს მსგავსი ტიპის კონტენტი.

თუ თქვენ ათავსებთ ან გზავნით კონტენტს, თქვენ წარმოუდგენთ GALLERY 27-ს უფასო, უვადო, სრულად სუბლიცენზირებულ უფლებას გამოიყენოს, შეცვალოს, გამოაქვეყნოს, შეასრულოს, გადათარგმნოს, გადააკოპიროს ასეთი კონტენტი ყველგან, მასიური ინფორმაციის ნებისმიერ არხზე. ამასთან, თქვენ აძლევთ GALLERY 27-ს უფლებას მიუთითოს თქვენი სახელი და იძლევით გარანტიას რომ გაგაჩნიათ ყველა უფლება წარმოდგენილ კონტენტზე; კონტენტის შემადგენლობა არის ზუსტი და უტყუარი; რომ მისი გამოყენება არ არღვევს ამ პოლიტიკას და არ აყენებს ზიანს არცერთ ფიზიკურ და იურიდულ პირს; რომ თქვენ აუნაზღაურებთ GALLERY 27-ს ყველა პრეტენზიას, რომელიც წარმოდგენილ კონტენტთან იქნება დაკავშირებული. GALLERY 27-ს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, აკონტროლოს და არედაქტიროს ნებისმიერი ტიპის კონტენტი საიტზე, ამასთან არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელიც ატვირთული იქნება თქვენს ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ.