გალერეა 27 გთავაზობთ საქართველოში დამზადებულ მაღალი ხარისხის ხელნაკეთ ნამუშევრებს.
გალერეა, რომელიც მხატვარმა ნინო ყვავილაშვილმა დააფუძნა, 2013 წლიდან ფუნქციონირებს, და სავსეა არა მხოლოდ მისი, არამედ ადგილობრივი ავტორების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით. აქ წარმოდგენილია 200 - ზე მეტი ავტორის ნამუშევარი როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებიდან. ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ და მოვიზიდოთ საქართველოს მასშტაბით მხატვრები, დიზაინერები თუ ხელოსნები, რომლებიც რაიმე განსაკუთრებულსა და ღირებულს ქმნიან. ჩვენთან ნახავთ ტრადიციულ ლურჯ სუფრასა და მინანქრის სამკაულებს, ასევე ხელით მოხატულ ფერად თავსაფრებს, კედლის პანოებს, რომლებიც თქვენს სახლს კიდევ უფრო მეტ სითბოსა და სიმყუდროვეს შესძენენ, ასევე ტყავისა და კერამიკის ნაკეთობებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ ავტორის ხელის სითბო - ხელნაკეთი ნივთი ხომ სულ სხვა ენერგეტიკის მატარებელია!
ესტუმრეთ ჩვენს მაღაზიას ლადო ასათიანის 52 ნოემრში, ან ვირტუალურად ამ საიტის მეშვეობით - ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ სტუმრებს და მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ყველა იმ ტექნიკასა და მასალაში შესრულებული ნამუშევრები , რაც საქართველოში მოიპოვება - ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ.
გალერეა 27 დაფუძნებულია გულწრფელ მეგობრულ ურთიერთობებზე საინტერესო, ადამიანებთან, იქნებიან ისინი ავტორები თუ სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ჩვენი გალერეის კარი ღიაა მათთვის, ვინც შემოქმედებით განწყობაზეა, და ვისაც რაიმე ახლისა და საინტერესოს შესწავლა სურს. ჩვენ მიერ ორგანიზებულ ბატიკის, ტიხრული მინანქრის, ტყავის, კერამიკის მასტერკლასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება უცხოელი სტუმრებისათვის მასტერკლასების ჩატარების. გარდა იმისა, რომ მონაწილეები ამა თუ იმ ტექნიკის საფუძვლებს ეუფლებიან, ჩვენი მასტერკლასები უცხოელ სტუმრებში ქართული კულტურის, ტრადიციებისა და მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღვივებასაც ემსახურებიან.
დაგვიმეგობრდით ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით,
გაიგეთ მეტი გალერეაში დაგეგმილი ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.