ჩვენი გალერეა ძველ თბილისში მდებარეობს, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს, ისტორიულ სახლში. ჩვენს აყვავებულ და გამწვანებულ აივანზე ხშირად ვმასპინძლობთ სხვადასხვა ჯგუფებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ამჯერად ჩვენი სტუმრები ავტრალიიდან იყვნენ, რომლებთან საუბარმაც ჩვენი ქვეყნის, ხელოვნებისა და კულტურის შესახებ განსაკუთრებულად საინტერესოდ ჩაიარა.