ბატიკის მასტერკლასი
X

ბატიკის მასტერკლასი

26 სექტემბერი 2020

26 სექტემბერს გალერეას ხელოვნების მოყვარული ამერიკელი ქალები ესტუმრენ ბატიკის მასტერკლასზე დასასწრებად. მასტერკლასი, როგორც ყოველთვის, ჩვენს მზიან აივანზე ჩატარდა, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში. მუშაობის პროცესში მონაწილეებმა ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს, უკეთ გაიცნეს ნინო, მისი შემოქმედება, მისი ძალიან საინტერესო სამყარო. ქართული ღვინითა და სახლში მომზადებული წასახემსებლებით ყველა აღფრთოვანებული დარჩა. მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც სამახსოვროდ დარჩებათ, ყველამ შთაბეჭდილებებით სავსე სასიამოვნო დღე გავატარეთ.


ფოტო გალერეა