მხატვრული რეწვის ევროპული დღეები (Journées Européennes des Métiers d’Art, JEMA/EACD) რეწვის სექტორის უმთავრესი ღონისძიებაა ევროპის მასშტაბით, რომელიც წელს მეთექვსმეტედ გაიმართა. ღონისძიება, მიზნად ისახავს დარგის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას ევროპაში, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, მედიასა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
2022 წელს საერთაშორისო პროგრამას საქართველოც შეუერთდა. გალერეა 27 მა კიდევ ერთი საინტერესო დღე აჩუქა ბატიკით დაინტერესებულ სტუმრებს.
ღონისძიებას კოორდინირება გაუწიეს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ