7 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინო საჩუქრები გალერეა 27-ში
X

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინო საჩუქრები გალერეა 27-ში

1 გალერეა 27- ის ხელნაკეთი ნივთები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, შეიძინე და თავად დარწმუნდი ამაში;

2 თითოეული ნამუშევარი შექმნილია რუდუნებითა და სიყვარულით, და ამავე დროს შემქმნელის ხელის სითბოსა და დადებით ენერგეტიკას ატარებს;

3 ხელნაკეთი ნივთები არ მეორდება , უნიკალური საჩუქრის ჩუქებით შენ გამოხატავ შენს კეთილგანწყობას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ადრესატის მიმართ;

4 ხელნაკეთი ნივთის ჩვენთან შეძენით მხარს უჭერ ქართველ ავტორებს და სტიმულს აძლევ მათ, რათა შექმნან კიდევ უფრო მეტი და საინტერესო ნამუშევარი;

5 გალერეაში დამზადებული ნივთების დიდი ნაწილი შექმნილია მეორადი მასალისგან, ამ ნივთების შეძენით გარემოს დაცვის საქმეშიც შეგაქვს წვლილი;

6 გალერეა 27 - ში შეგიძლია შეიძინო ქართულ კულტურასა და გემოვნებაზე დაფუძნებული, სხვადასხვა ტრადიციული ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი, და შენ ამით შენი ქვეყნის კულტურის დამცველიც და გამზიარებელიც ხდები;

7 და ბოლოს, საჩუქრების ჩვენთან შეძენით შენ მხარს უჭერ მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.